ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი საქართველოს ესტუმრა.
უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს მოგერინი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, პარლამენტის თავჯდომარეს, საპარლამენტო ფრაქციების ლიდერებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.
დაგეგმილია ასევე, მოგერინის სიტყვით გამოსვლა გენდერული თანასწორობის საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო დონის კონფერენციაზე.
ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ასევე, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად, ე.წ.ადმინისტრაციულ საზღვარზე ჩავა.