გმირთა მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია

გმირთა მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია

გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ყველა მიმართულებით აღდგენილია. გადააგილება შესაძლებელია როგორც კოსტავას ქუჩაზე, ასევე ვარაზისხევის და თამარ მეფის გამზირის მიმართულებით

შეზღუდვები რჩება რამდენიმე პანდუსზე, კერძოდ, დაკეტილია, თამარ მეფის ხიდიდან მომავალი პანდუსი, რომელიც ვარაზისხევში გადის.  ასევე, დაკეტილია მარჯვენა სანაპიროდან ამომავალი პანდუსი და საბურთალოდან ვარაზისხევში მიმავალი პანდუსი. ასევე, შეზღუდვა რჩება ვერეს ხეობის მიმართულებით.

ამასთან, სრულიად გაწმენდილია გმირთა მოედანზე არსებული გვირაბები.

თბილისში მოსული სტიქიის გამო, გმირთა მოედანზე მოძრაობა 4 დღის განმავლობაში შეუძლებელი იყო.