დიდი ბრიტანეთის მთავრობა გამორიცხავს ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმის 2016 წლის მაისში ჩატარებას. მათივე განცხადებით, რეფერენდუმი 2016 წლის შემოდგომამდე არ გაიმართება. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება.
მსგავსი საყოველთაო გამოკითხვები ბრიტანეთში ტრადიციულად მაისში და სექტემბერში იმართება. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ ქემერონმა, რომელმაც გასული თვის არჩევნებში კიდევ ერთხელ გაიმარჯვა, მოსახლეობას პირობა მისცა, რომ 2017 წლის დასრულებამდე ჩაატარებს რეფერენდუმს ევროკავშირიდან გასვლის შესახებ.
ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის რისკების გამო წუხან ინვესტორები, კომპანიები და ბრიტანეთის სამხედრო მოკავშირეებიც. ქემერონი ამ საკითხზე მსჯელობას უფრო დეტალურად 25-26 ივნისს ევროკავშირის ლიდერებთან შეხვედრისას აპირებს.