სამებაში ხვალ პატრიარქი სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის

სამებაში ხვალ პატრიარქი სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 15 ივნისს, გლოვის დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, თბილისში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერის ადმინისტრაციიდან აცნობეს, სამების საკათედრო ტაძარში პანაშვიდს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მინისტრთა კაბინეტის სრულ შემადგენლობასთან ერთად დაესწრება.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პანაშვიდს 12:00 საათზე გადაიხდის.