საუდის არაბეთის პრინცის ვიზიტი  საქართველოში  დასრულდა

საუდის არაბეთის პრინცის ვიზიტი საქართველოში დასრულდა

მაღალი რანგის სტუმარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გააცილეს.

საუდის არაბეთის პრინცი, რომელიც თბილისში პრემიერ-მინისტრის მოწვევით იმყოფებოდა, საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაეცნო.