კრემლში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვის შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრის ფარგლებში იგეგმება ინტეგრაციისა და მოკავშირეობის შესახებ ე.წ. ხელშეკრულების გაფორმება.
რუსული მედიის ინფორმაციით, ვალდიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ამ ნაბიჯით მოსკოვი და ცხინვალი მჭიდრო თანამშრომლობისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამენ. თიბილოვმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ "სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის თანამშრომლობა შეიძლება იყოს პასუხი თანამედროვე გამოწვევებზე და ცხინვალი მხარს უჭერს რუსეთის ყველა პოლიტიკურ ნაბიჯს, ყირიმის მიერთების ჩათვლით.