"ქართუ ბანკის" გენერალური დირექტორის პოსტი კვლავ ვაკანტურია

"ქართუ ბანკის" გენერალური დირექტორის მოვალეობას ნატო ხაინდრავა ასრულებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ქართუ ბანკში" განუცხადეს, ახალი ხელმძღვანელი ჯერჯერობით არ დანიშნულა. "ქართუ ბანკის" გენერალური დირექტორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ნოდარ ჯავახიშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. რაც შეეხევა ნატო ხაინდრავას, მანამდე ის გენერალური დირექტორის მოადგილე იყო და ფინანსურ საკითხებს კურირებდა.