პაკისტანში, ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტ ფერვეზ მუშარაფზე თავდასხმაში ბრალდებული ოთხი ადამიანი, მათ შორის რუსეთის ერთი მოქალაქე სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.
სასჯელის აღსრულება ფეისალაბადის საოლქო ციხეში განხორციელდა. მათივე ინფორმაციით, რუსეთის საგარეო უწყება თავისი მოქალაქისთვის სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილების სხვა სასჯელით შეცვლაზე მუშაობდა.
ამასთან, პაკისტანში რუსეთის საელჩოსთვის რუსეთის მოქალაქის ახლას ახლაკის სიკვდილით დასჯის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ მიუწოდებიათ.