გიორგი მარგველაშვილის აშშ-ში ვიზიტი ჩაიშალა

გიორგი მარგველაშვილის აშშ-ში ვიზიტი ჩაიშალა

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი ჩაიშალა. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით,  გადაიდგა ნაბიჯები პრეზიდენტის ინსტიტუტის საწინააღმდეგოდ.

"ეს ნაბიჯები გადადგმულია არა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ -  უწყებრივი დაპირისპირებიდან. თუ ჩვენ წავალთ ამ გზით და შევეცდებით, მონოპოლიზაცია განვახორციელოთ რომელიმე ინსტიტუტში, იმას მივიღებთ, რაც არ მოგვწონდა სააკაშვილის ხელისუფლებაში", - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, ვიზიტის ჩაშლის წინაპირობა მან დღეს დილით დაინახა.