პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს

პარტია აჭარის უმაღლეს საბჭოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თვითნებურ ქმედებასთან დაკავშირებით შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

“გვსურს, გამოვეხმაუროთ აჭარის უმაღლეს საბჭოში დღეს განვითარებულ მოვლენებს, სადაც ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის განხილვა დაიწყო. 

გვინდა, ცალსახად განვაცხადოთ, რომ ეს გადაწყვეტილება არ ყოფილა შეთანხმებული პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელობასთან და პოლიტსაბჭოსთან.

შესაბამისად,  პარტიის ლიდერის გადაწყვეტილებით 14 სექტემბერს, 12:00 საათზე, პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თვითნებური ქმედება განიხილება და შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული”, - აღნიშნულია განცხადებაში.