სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის სოზარ სუბარის განცახდებით, "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი მე-9 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჩვეულებრივ, ნორმალურ პირობებში იმყოფება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. კითხვაზე როდესაც მატროსოვზე შს ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია იმყოფებოდა, საუბარი იყო რომ არსებობდა პრობლემა პატიმრების მიერ მუდმივი გადაძახების, ხომ არ შეიქმნება ამ შემთხვევაში მსგავსი პრობლემა, სოზარ სუბარმა განაცხადა, "თითო ადამიანზე თითო ციხეს ვერ ავაშენებთ".
მინისტრის განცხადებით, ახლა იქ მსგავსი არაფერი არ ხდება.
"ამ წუთებში არაფერი არ ხდება, არანაირი გადაძახილი არ არის. თუ ვინმე იყვირებს, მივიღებთ შესაბამის ზომებს, რომელიც იმ ქმედების ადეკვატური იქნება", - დასძინა სოზარ სუბარმა.