ჟურნალ "ტაბულას" მთავარი რედაქტორის თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წუწკია.
ამის შესახებ ჩერგოლეიშვილი ფაცებოოკ-ის საკუთარ გვერდზე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმად, ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, "რამდენად გამართლებული იყო პატარა ჯგუფის მიერ რაღაც აქციის გამართვა იქ, სადაც მახლობლად წინა დღეს მიდიოდა ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ცერემონია ...".
"პრეზიდენტო, თქვენ წუწკი ხართ და გარდა იმისა, რომ წუწკი ხართ, ინსტიქტებიც დაგჩლუნგებიათ. ვერ ხვდებით, რომ ეს განცხადება ხელისუფლებაში ვერ დაგაბრუნებთ", - წერს ჩერგოლიეშვილი.