რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში დაშავებული მეტალურგები თბილისის რეფერალური კლინიკის დამწვრობის ცენტრში არიან გადაყვანილი.
როგორც "ინტერპრესნიუსს" დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ აცნობა, გამთენიისას, 05.30 საათზე ფოლადის ნადნობი ორ მეტალურგს გადაესხა, რომლებიც რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთი საათის წინ კი დაშავებულები დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.
43 წლის დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, ხოლო 58 წლის დაშავებული მამაკაცი თერაპიულ მკურნალობას ექვემდებარება. თუმცა, როგორც გუგა ქაშიბაძე აცხადებს, ორივე პაციენტს ქირურგიული ოპერაცია დასჭირდება.