უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებას ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას უწოდებს. უშიშროების საბჭოს მდივანმა კომენტარი ამერიკაში გააკეთა და მას "რუსთავი 2" ავრცელებს.
მისი თქმით, იმის ნაცვლად რომ პრემიერ-მინისტრი და მთავრობა ფოკუსირებული იყოს მოძლადეების დასჯაზე, ქაოსის აღკვეთაზე, იმ სამარცხვინო ძალადობაზე, რაც ბოლო პერიოდში მოხდა, ეკონომიკის და უმუშევრობის დაძლევაზე, მათი მთავარი ოფსესია პოლიტიკური ოპონენტების განადგურება.
"ძალიან სახიფათო ვითარებაა საქართველოსთვის და მე მჯერა, რომ ქართული საზოგადოება არ დაუშვებს იმ ამოცანის შესრულებას რაც აქვს ჩვენს მთავრობას. პრემიერს არაერთხელ უთქვამს საჯაროდ, რომ თუ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები გააგრძელებენ მის და მთავრობის კრიტიკას, რაც ოპოზიციის ნორმალური და ლეგიტიმური საქმეა, გააგრძელებენ დაჭერებს და ამას აკეთებს. მან ასევე არაერთხელ თქვა, რომ სხვანაირი ოპოზიცია სურს, ბურჯანაძისნაირი" , – აღნიშნა ბოკერიამ.