ვანო მერაბიშვილის ბინის ჩხრეკისას 5 000 ლარის ოდენობის ფულადი თანხა ამოიღეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას მერაბიშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, თანხის ამოღების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია რეალურია, თუმცა, ის, რომ ოჯახში ინახებოდეს ამ რაოდენობის თანხა ან თუნდაც მეტი, დღესდღეობით გასაკვირი არ არის. შესაბამისად, ადვოკატი ამ მიმართულებით ბრალეულობის სერიოზულ საფუძველს ვერ ხედავს.
როგორც გოგიტა გაბაიძე აცხადებს, ჩხრეკის პროცესი ვანო მერაბიშვილის საცხოვრებელ სახლში ამჟამადაც გრძელდება და მას ოჯახის წევრები, ახლობელი და ადვოკატები ესწრებიან.