საქართველოს დიპლომატიური კორპუსის ყოფილი და მოქმედი წევრები კახეთის გუბერნატორს ზურაბ ჭიაბერაშვილს თავდებში უდგებიან.
აღნიშნულთან დაკავშირებით დიპლომატების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი კანდელაკი ავრცელებს:
"შეშფოთებას გამოვთქვავთ ჩვენი ყოფილი კოლეგის, ბატონი ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავების ფაქტის გამო. იმედს გამოვთქვავთ, რომ სამართლიანი და ობიექტური გამოძიება და სასამართლო უმოკლეს ვადაში დაადგენს სიმართლეს. გვჯერა რა, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილი გამოძიებასთან ითანამშრომლებს, თავდებში ვუდგებით ჩვენს ყოფილ კოლეგას და თხოვნით მივმართავთ შესაბამის ორგანოებს, არ შეუფარდონ ზურაბ ჭიაბერაშვილს თავისუფლების აღკვეთის ზომა. აქვე ვსარგებლობთ შემთხვევით და ჩვენს მხარდაჭერას ვუცხადებთ ბატონი ზურაბის ოჯახს", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ - გრიგოლ ვაშაძე, ეკა ტყეშელაშვილი, ნინო ნაკაშიძე, მამუკა ჟღენტი, სალომე სამადაშვილი, ალექსანდრე ლომაია, გეგა მგალობლიშვილი, მამუკა კუდავა, ზურაბ კაჭკაჭიშვილი, კონსტანტინე გაბაშვილი, სერგი კაპანაძე, თემურ იაკობაშვილი, მამუკა გამყრელიძე, პაატა გაფრინდაშვილი, ნინო კალანდაძე, ნიკოლოზ ნათბილაძე, ნიკოლოზ ვაშაკიძე, ლევან დუჩიძე და გიორგი ბადრიძე.