საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმედოვნებს, რომ "საბოლო ჯამში, სამართალი პურს ჭამს".
ამის შესახებ სააკაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
"ძალიან განვიცდი, რომ სანდრო გირგვლიანის დედა არ ვნახე, იმიტომ რომ ყველაზე მეტად სოლიდარობის და დანაშაულის განცხდა ამ ქალის მიმართ მქონდა, რადგან მე ამ ქვეყნის პრეზიდენტი ვარ და ასეთი რამ, რომ ადამიანი რესტორანში წავიდეს და იქიდან აღარ დაბრუნდეს, არც ერთ ქვეყანაში არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ სამართლებრივმა მანქანამ იმუშავა, მაღალჩინოსნები დააკავეს, გაასამართლეს. ვფიქრობ, ყველას თავისი დასკვნები აქვს იმაზე, რაც დღეს განვითარდა. საბოლო ჯამში იმედია, სამართალიც პურს ჭამს", - განაცხადა სააკაშვილმა.