საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ელჩს აშშ-ში არჩეილ გეგეშიძეს ამერიკის შეერთებული შტატებიდან წამოსვლამდე მადლობა გადაუხადა.
ამის შესახებ სააკაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
"არჩილ გეგეძიძე კონგრესში მიღებაზე დაწესრო, ყველგან ჩემთან ერთად დადიოდა. სხვათა შორის, როცა მოვდიოდი დავურეკე მას და დახმარებისთვის მადლობა ვუთხარი. მე ახლა კონკრეტულ ადამიანებს და მით უმეტეს დიპლომატებს, პრეტენზიას ვერ წავუყენებ. როგორც შეუძლიათ, გვეხმაურებიან. რა თქმა უნდა, უფრო მეტი კოორდინაცია შეუძლიათ, ყველანი ქართულ საქმეს ვაკეთებთ. არ გვაქვს ფუფუნება, რომ ერთმანეთს ვეჯიბროთ. ყველანი ქართველები ვართ და ჩვენი შრომის შედეგებს ჩვენი შვილები და შვილიშვილები ნახავენ", - განაცხადა სააკაშვილმა.