ნინო ბურჯანაძე გიორგი მარგველაშვილის კონკურენტი ვერ იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თემის კომენტირებისას განუცხადა.
მისი თქმით, "ქართული ოცნების" კანდიდატს კონკურენციას ვერც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი გაუწევს.
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს დაამარცხებს ნინო ბურჯანაძეც და სხვა ნებისმიერი კანდიდატიც, რომელიც საზოგადოების მხრიდან დასახელდება. ჩემი აზრით, გიორგი მარგველაშვილს რეალური კონკურენტი არ ჰყავს და ის არჩევნების პირველსავე ტურში გაიმარჯვებს. ჩვენ ჩავატარებთ ძალიან გამჭვირვალე, წესიერ არჩევნებს და ყველას მიეცემა საშუალება, საკუთარი თავი გამოამჟღავნოს. გადაწყვეტილებას კი ამომრჩეველი მიიღებს", - აღნიშნა ივანიშვილმა.
"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე საპრეზიდენტო კანდიდატად გუშინ "სახალხო კრებამ" დაასახელა.