საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის და კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებას გამოეხმაურა .
როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ვანო მერაბიშვილის საქმინობას არ სჭირდება წარდგენა და ყველამ კარგად იცის მისი საქმინაობის დადებითი და უარყოფითი მხარეები.
პრეზიდენტმა გაიხსენა უკრაინის პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს დაკავების ფაქტიც.
სააკაშვილის განცხადებით, ტიმოშენკო ბევრად უფრი სერიოზული ბრალდებით დააკავეს, ვიდრე მერაბიშვილი, თუმც რა შედეგიც მიიღო უკრაინამ, ყველასთვის ცნობილია.
"გაყინულია უკრაინის ევროინტეგრაციის პროცესი. ორი წელიამ არანაირი წინსვლა არ აქვთ ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით. შეექმნა ყველა წამყვან ქვეყანასთან პრობლემა, მათ შორის აშშ-სთან",-განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, "ამხელა უკრაინა", რომელიც ევროკავშირს, ნატო-ს სჭირდება, პოლიტიკური მოტივებით დაკავების გამო აღმოჩნდა სერიოზულ საერთაშორისო იზოლაციაში.
"საქართველო პატარა ქვეყნაა, ბევრად ნაკლებად ვჭირდებით ყველას, ვიდრე უკრაინა, მაგრამ მეტად ვჭირდებით რუსეთს. რუსეთის სასიცოცხლო ინტერესებშია საქართველოს იზოლაცია"-განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, მთავრობა და ხალხი უნდა დაფიქრდეს, რა პოლიტიკური შედეგი შეიძლება ჰქონდე ამ დაკავებებს ქვეყნისთვის.
რაც შეეხება ზურაბ ჭიაბერაშვილს, სააკაშვილის განცახდებით, მის შემდეგ ჭიაბერაშვილი მეორე ადამიანია, ვისი დაკავება შეიძლება უნდოდეს პუტინს.
"მან ევროპის საბჭოში ტიტანური მცდელობის შედეგად შეძლო ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარადჭერის ახალ ეტაზპე აყვანა, ასევე ტერმინ "ოკუპაციის" დაკანონება. ზურაბ ჭიაბერაშვილი, ყველამ იცის ეს ადამიანი, თბილისის მერი იყო, წამყვანი ელჩი იყო, მნიშვნელოვანი მინისტრი იყო, ძალიან აქტიური პუბლიციასტია",-განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ უსამართლობაა მისი დაკავება.
"არის თუ არა სამართლიანობის გამოვლინება იმ პროკურორების მიერ დაკავება, რომლებიც დაბრუნდნენ პროკურატურაში, რომლებიც შევარდნაძის დროს იყვენ კორუფციით გამორჩეულები. რომელთაც დღეს ადანაშაულებენ კორუფციაში აქტიურად. მათი სახელები და გვარები საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომელთაც სულ რამდენიმე დღის წინ მძიმე დანაშაულში მონაწილეობა დაუდასტურდათ და ეს პრესამ ძალიან კარგად იცის",-დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.