კოალიცია "ჩვენი უფლებებისათვის" თავმჯდომარე დავით ლილუაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის დაკავების ფაქტს მიესალმება.
"უფლებადამცველები დიდი ხანია, ვითხოვდით დამდგარიყო მერაბიშვილის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი, მის მიერ ჩადენილი არაერთი მძიმე და და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის გამო. იმედია, უახლოეს მომავალში მერაბიშვილის ბედს ავტორიტარული რეჟიმის შემოქმედი მიხეილ სააკაშვილი გაიზიარებს და ის ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება. ვფიქრობ, სამართლიანობის აღდგენის პროცესი იწყება", - ნათქვამია ლილუაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.