ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ დაანონსა, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობა" გააგრძელებს მოღვაწეობას მას საქმე ექნება პროკურატურასთან - როგორც ჩანს მან საბოლოო ჯამში ეს გადაწყვეტილება მიიღო, აღნიშნულის შესახებ განცხადება „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა, ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაპატიმრების კომენტირებისას გააკეთა.
„გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ბიძინა ივანიშვილმა იმის თაობაზე, რომ დააპატიმროს თავისი უშუალო პოლიტიკური ოპონენტი ვანო მერაბიშვილი და დააკაოს ზურაბ ჭიაბერაშვილი, არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას არაფერი საერთო არ აქვს სამართალთან. პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ივანიშვილმა არაერთხელ დაანონსა, რომ ის აპირებს გაანადგუროს „ნაციონალური მოძრაობა". მან არაერთხელ დაანონსა, რომ თუ ოპოზიცია არ შეწყვეტს არსებობას და თუ „ნაციონალური მოძრაობა" გააგრძელებს მოღვაწეობას, მას საქმე ექნება პროკურატურასთან. როგორც ჩანს მან საბოლოო ჯამში მიიღო ეს გადაწყვეტილება"- აღნიშნა გაბაშვილმა.