ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ამჟამად კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, დღეს, "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში საგანგებო ბრიფინგი გაიმართება.
"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, 16:30 საათზე, პარტიის ცენტრალურ ოფისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებები გაკეთდება.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის და კახეთის გუბერნატორის, ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავების შესახებ ქუთაისის სამხარეო პროკურატურაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი.