"ნაციონალური მოძრაობისა" და საპარლამენტო უმცირესობის წევრის ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, "პარტიის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის დაკავებით ხელისუფლება წარუმატებელი საქმიანობის გადაფარვას ცდილობს".
ამის შესახებ წიკლაურმა "პირWელს" სამართალდამცველების მიერ პარტიის გენერალური მდივანის ვანო მერაბიშვილის დაკავების ფაქტის კომენტირებისას განუცხადა.
"ქუთაისში ვიმყოფები. იმ შენობასთან, სადაც ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკითხვა მიმდინარეობდა. ეს ფაქტი თავისთავად ცინიზმია, როცა აკავებენ ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს იმის გამო, რომ მან ათასობით ადამიანები დაასაქმა. მეორეს მხრივ, კი ეს არის პოლიტიკური მოწინააღმდეგის დაკავება. ეს არის სუფთა პოლიტიკური საქმე. ვანო მერაბიშვილის დაკავებით ხელისუფლება ცდილობს, რომ წარუმატებელი საქმიანობიდან და შეუსრულებელი დანაპირებებიდან ყურადღება ამ ფაქტზე გადაიტანოს", - განაცხადა წიკლაურმა.
შეგახსენებთ, რომ კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" მდივანი ვანო მერაბიშვილი იმერეთის საოლქო პროკურატურაში დაკითხვაზე დღეს დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით იყვნენ დაბარებული.
ამ დროისთვის ორივე მათგანი დაკავებულია.