თბილისში სარეკლამო ბილბორდზე მოდელს შიშველი ფეხები საღებავით დაუფარეს. ფოტოზე მოდელს შორტები ეცვა.
სურათი სოციალურ ქსელში ფოტოგრაფმა გიორგი გოგუამ გაავრცელა. კომენტარებიდან ირკვევა, რომ ეს ერთადერთი შემთხვევა არაა.
გაჩერებებსა თუ ბილბორდებზე გაკრულ სარეკლამო პლაკატებზე, მოდელებს "ინტიმური ადგილები" მთელი თბილისის მასშტაბით საღებავით აქვთ დაფარული.
მსგავსი ტრადიცია ირანში დიდი ხანია არსებობს. მაგალითად, ირანის საინფორმაციო სააგენტომ ამერიკის შეერთებული შტატების პირველ ლედის, მიშელ ობამას "ფოტოშოპის" მეშვეობით დეკოლტე დაუფარა.
ხოლო საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უზენაეს წარმომადგენელს, კეტრინ ეშტონს ირანულ პრესაში ფოტოებზე დეკოლტე და შარვალი დაუფარეს.