პრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება , ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკის მე-3 სართულზე მდებარე რეანიმაციული განყოფილების ფანჯრიდან გადმოხტა.32 წლის მამაკაცი ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის მე-3 სართულიდან გადმოხტა და გარდაიცვალა.
რეანიმაციული განყოფილების უფროსის ლევან გოგუაძის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში ალკოჰოლური ინტოქსიკაციის გამო მოათავსეს. ის აფექტურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რომლის გაკავება მედპერსონალმა ვერ შეძლო და ის ფანჯრიდან გადახტა.
დაშავებული ბათუმში რეანომობილით გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერდხდა. ამ დროისთვის ექიმები გურიის სამხარეო პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან.