საქართველოს საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტის რექტორი, ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებებს ქვეყნის საშინაო საქმეებში უაპელაციო ჩარევის გამოხატულებად მიიჩნევს.
"ინტერპრესნიუსთან" საუბრისას სერგო ვარდოსანიძემ კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების 2012 წლის ანგარიშზე, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაც არის მოხსენიებული.
"სახელმწიფოს მხრიდან ეკლესია პრივილეგირებულ მდგომარეობაში უნდა იყოს, რადგან არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სარწმუნეობის გამომხატველი. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში კორექტულად არ მიმაჩნია ხაზგასმა, თუ რატომ არის საქართველოს ეკლესია ასეთ მდგომარეობაში. თავად ის ფაქტი, რომ დეპარტამენტი აღნიშნავს, საგადასახადო შეღავათები შეიძლება ქონდეს თუ არ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ეს ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში უაპელაციო ჩარევის გამოხატულებად მიმაჩნია",- აღნიშნა ვარდოსანიძემ.
ვარდოსანიძემ კომენტარი გააკეთა ასევე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში აღნიშნულ სახელმწიფოსა და სახელმწიფო სკოლებისგან ეკლესიის არასრულ გამოყოფაზე.
"რას ნიშნავს სახელმწიფო სკოლებისგან ეკლესიის არასრული გამოყოფა? სახელმწიფო სკოლებში ეკლესია არ არის. რელიგიის სწავლებაც არ არის სახელმწიფო სკოლებში და მეტი როგორ უნდა გამოეყოს. მანამდე იყო, რომ რელიგია ისწავლებოდა სკოლებში, როგორც საგანი. ეს ძალიან ბუნდოვანი განაცხადია", - კური ანგარიშსწორების, შევიწროებისა და ვანდალიზმის შესახებაც.
ვარდოსანიძის თქმით, საქართველოში არსებულ ტრადიციულ რელიგიებზე თუ არის საუბარი, ვერავინ ვერ იტყვის, რომ რომელიმე ტრადიციული რელიგიური მიმდინარეობის მიმართ დევნა ყოფილა. ვარდოსანიძე ქართველ მუსულმანებთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში მომხდარი ფაქტებსაც შეეხო და მათ უფრო პროვოცირებული უწოდა და არა სიღრმისეული მოვლენა.
"არასდროს არ ყოფილა და ახლა როგორ იქნება?! ჩვენ სხვა მუსულმანებთან არ გვქონია დაპირისპირება და ქართველ მუსულმანებთან გვექნებოდა?! ის ფაქტი პროვოცირებული იყო და ერთი კონკრეტული შემთხვევა, როგორ შეიძლება განზოგადდეს მთელს პროცესებზე", _ აღნიშნა ვარდოსანიძემ.