უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ რეჟიმის გასამართლების მოთხოვნით პარლამენტს რეზოლუციითა და ე.წ. საბრალდებო დასკვნით მიმართა.
ნანა კაკაბაძის თქმით, აღნიშნულ რეზოლუაციაზე პარლამენტმა აუცილებლად უნდა მოახდინოს რეაგირება.
"პარლამენტში უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც 9 წლის განმავლობაში "ნაციონალრი მოძრაობის" მიერ ჩადენილ დანაშაულებებს შეისწავლის. ძველი ხელისუფლების დანაშაულებების შესახებ ამჟამინდელ ხელისუფლებას აქვს ინფორმაცია, თუმცა ჩვენს მიერ შემუშავებელი საბრალდებო დასკვნა რეჟიმის გასამართლებაში დაეხმარება", - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.
აღნიშნული რეზოლუცია სპორტის სასახლეში, სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით 19 მაისს გამართულ ყრილობაზე მიიღეს.