საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. დღეს გაიმართა შს მინისტრის შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან. საუბარი შეეხო სამართალდაცვით სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხებს.
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა, ეროვნული უშიშროების და საგანგებო სიტუაციების მართვის მინისტრებთან და საზღვრის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელობასთან.