შსს–ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე–7 განყოფილების თანამშრომლებმა 17 მაისს კოლმეურნეობის მოედანზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე 4 პირი: გიგა კ, ზურაბ ჩ, ამირან მ. და ბექა ფ. პოლიციის დაუმორჩლებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166–ე და 173–ე მუხლებით დააკავეს.
აღნიშნული დანაშაულების ჩადენა ითვალისწინებს ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით.
17 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. აღძრულია რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე.