ზესტაფონის მაჟორიტარი ფეროშენადნობთა ქარხნის გაფიცული მუშების საქმით დაინტერესებას მხოლოდ მომართვის შემთხვევაში აპირებს. როგორც გოგი ქავთარაძე რადიო ,,კომერსანტთან’’ აცხადებს, გაფიცული მუშების საქმეს არ იცნობს, რადგან ქარხანა კერძო საკუთრებაა, საქმით მხოლოდ მიმართვის შემთხვევაში დაინტერესდება.
ფეროშენადნობთა ქარხნის მუშების გაფიცვა გუშინ დაიწყო. დასაქმებულები შრომის ანაზღაურების 50%-ით მატებას, ასევე ღამით ნამუშევარი საათების 20%-ით გაზრდას მოითხოვენ. ქარხანაში მუშაობა პარალიზებულია. მენეჯმენტი მუშების მოთხოვნების დაკმაყოფილებას არ აპირებს.