სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე საქართველოში დღეს დაბრუნდება.
უწმინდესი სტამბულიდან თბილისში სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში ჩამობრძანდება.
პატრიარქი კონსტანტინეპოლისა და მსოფლიო პატრიარქის, ყოვლადუწმინდესი ბართლომე I-ის მიწვევით, მილანის ედიქტის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სტამბულში, ისტორიულ კონსტანტინოპოლში იმყოფებოდა.