ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებას გამოთქვამს ევროპასა და აზიაში ანტიისლამისტური განწყობის ზრდის მაღალ ტემპებთან დაკავშირებით. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნულ თემას რელიგიური თავისუფლებების შესახებ გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში ეხმაურება.
დიპლომატების განცხადებით, ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვები რელიგიურ წეს-ჩვეულებებთან მიმართებაში, სხვა კულტურებისა და აღმსარებლობებისთვის მისაღები სამოსის აკრძალვა და განსაკუთრებული ტანსაცმლის ტარების იძულება, ამძაფრებს ანტიისლამურ დამოკიდებულებას, მათ შორის ძალიან ბევრი მორწმუნე ადამიანისთვისაც.
ანგარიშში განსაკუთრებით საგანგაშოდ მიჩნეულია სიტუაცია ჩინეთში, კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ბირმაში. ანგარიში ავტორები, ასევე, ყურადღებას ამახვილებენ ანტისემიტისტური განწყობის ზრდაზე ეგვიპტეში, ირანსა და ვენესუელაში.