საერთო სასამართლოების შესახებ კანონი დღეიდან შევა ძალაში.
"საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტის პაკეტს პრეზიდენტმა ხელი კვლავ არ მოაწერა, ამიტომ ხელი მე მოვაწერე და ცვლილებები ხვალიდან შევა ძალაში. ეს იმას ნიშნავს, რომ დღეიდან ერთი თვის პერიოდში მოსამართლეთა კონფერენცია უნდა ჩატარდეს და მათ უნდა აირჩიონ იუსტიციის საბჭოში თავიანთი წარმომადგენლები. უნდა დაიწყოს პროცედურები 6 არამოსამართლე წევრის შესარჩევად. დღეს გამოქვეყნდება პარლამენტის თავჯდომარის განცხადება, რასაც კანონი მოითხოვს და ამ განცხადებაში პროცედურები უფრო დეტალურად იქნება აღწერილი", - განაცხადა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, თუმცა პარლამენტმა ეს ვეტო დაძლია. განმეორებით გადაგზავნის მიუხედავად, პრეზიდენტმა კანონს ხელი კვლავ არ მოაწერა.