"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი და კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი დაკითხვაზე დაიბარეს.
ინფორმაციას ამის შესახებ პარტიის პრეს-სამსახურში ადასტურებენ. რა თემაზე არიან ისინი დაკითხვაზე დაბარებული, ჯერჯერობით უცნობია.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გოკა გაბაშვილი გააკეთებს.