შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა. შსს-ს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს შს მინისტრი შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზედენტ ილჰამ ალიევთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა, ეროვნული უშიშროებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის მინისტრებთან და საზღვრის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელობასთან.
სამინისტროს ცნობით, ვიზიტისას მხარეები განიხილავენ სამართალდაცვით სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს. საუბარი შეეხება აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში უკანასკნელ პერიოდში განხორციელებულ რეფორმებს და ამ მიმართულებით დაგეგმილ სხვა ღონისძიებებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში 22 მაისს დასრულდება.