საპატრულო პოლიციას 400-მდე ახალი ავტომობილი და მოტოციკლი დაემატა. კერძოდ, საპატრულო პოლიციას დაემატა 400-მდე "შკოდას" მარკის ახალი ავტომობილი და "Suzuki", "Honda" და "Yamahaa"-ს მარკის ახალი მოტოციკლი.
ახალი ავტომობილებისა და მოტოციკლების პრეზენტაცია დღეს შს სამინისტროში გაიმართა, სადაც პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ტარდება. გარდა ამისა, შეიცვალა პატრულის ჟეტონი და უნიფორმა.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, ახალი ჟეტონი მოსახერხებელია სატარებლად და გააჩნია უკეთესი ხილვადობა მოქალაქისთვის, ხოლო უნიფორმა შექმნილია თანამედროვე მასალისგან და კომფორტულია სატარებლად.