საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საპატრულო ეპიკაჟები და ინსპექტორები სამხრე ვიდეოკამერით აღიჭურვებიან. საპატრულო ავტომობილებზე კი ვიდეორეგისტრატორები დამაგრდება.
ვიდეოკამერის პრეზენტაცია დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა, სადაც პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება.
ვიდეოკამერები და ვიდეორეგისტრატორები გამოიყენება საპატრულო პოლიციის მუშაობის მონიტორინგისთვის, ადამიანთა უფლებების დაცვის საიმედოობის ამაღლებისთვის, ასევე, ობიექტური ჭეშმარიტების დადგენისთვის კონკრეტულ შემთხვევაში, პატრულის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სისწორის შეფასებისას.
სამინისტროს ინფორმაციით, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვიდეოკამერების გამოყენების შესახებ მოქალაქე დაუყოვნებლივ იქნება ინფორმირებული პატრულ-ინსპექტორის მიერ.
როგორც უწყებაში ამბობენ, აღნიშნული სიახლე ხარისხობრივად ახალ დონეზე აიყვანს მოქალაქისა და პატრულის ურთიერთობას, ვინაიდან კამერების ჩანაწერების გამოყენება შესაძლებელი იქნება ორივე მხარისთვის, საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად.