Una-ragazza-o–მ გამოაქვეყნა ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში ჩატარებული გეი–პარადის ფოტოები, რომლის მონაწილეებიც იყვნენ ბავშვები.
როგორც ჩანს ნორევგიელ გეებს, ლესბოსელებსა და ტრანსგენდერებს აღარ აკმაყოფილებთ მხოლოდ საკუთარი არატრადიციული ფასეულობების წარმოჩენა მრავალრიცხოვან გეიპარადებზე, რომლებიც რეგულარულად ტარდება ევროპის სხვადასხვა ქალაქებში.
ამისთვის გეი–მოძრაობის აქტივისტებმა დაიწყეს მსგავს ღონისძიებებში საკუთარი ბავშვების მოწვევა.
ამას წინათ, ამაში დარწმუნება მოუწია ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მაცხოვრებლებს, როდესაც ქალაქის ქუჩებში ჩაიარა სატვირთო მანქანამ ბავშვებით, მათ ხელში ეჭირათ ერთსქესიანი ქორწინებების წამახალისებელი ტრანსპარანტები.
ერთსქესიანი ქორწინებები ნორვეგიაში ლეგალიზებული იყო 2009 წლის 1 იანვარს. ამრიგად, ნორვეგია გახდა მსოფლიოში მეექვსე ქვეყანა, რომელმაც ეს ნაბიჯი გადადგა.