საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩის მამუკა კუდავას შეფასებით, "თუ ძალადობა არ დაისაჯა, რელიგიურ ფუნდამენტალიზმში უფროდაუფრო ჩაფლობა გვემუქრება" - ასე შეაფასა კუდავამ გუშინ რუსთაველის გამზირზე განვითრებული მოვლენები.
"გუშინ ჩვენს უახლოეს ისტორიაში ძალიან სამარცხვინო დღე იყო. ცალსახად ეს შეიძლება, იქნას შეფასებული, როგორც ქართული კლასიკური რელიგიური ფუნდამენტალიზმის დამკვიდრების დღედ. ეს არის გამოწვევა ჩვენი ქართული დემოკრატიის, ახალგაზრდა სახელმწიფოებრიობის. თუ ძალადობა არ დაისაჯა, ჩვენ რელიგიურ ფუნდამენტალიზმში უფროდაუფრო ჩაფლობა გვემუქრება", - აცხადებს კუდავა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ მიმართულმა აქციამ სასულიერო პირებისა და მრევლის წინააღმდეგობა გამოიწვია. მათ ლგბტ პირებს აქციის გამართვის საშუალება არ მისცეს და ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.