ჭიათურის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთ-ერთი მუშა დაშავდა.
როგორც "ჭიათურ მარგანეზის" წარმმომადგენელი მაკა კვარაცხელია აცხადებს, აფეთქება ასაფეთქებელი ნივთიერების მოხმარების წესის დარღვევამ გამოიწვია.
"აფეთქება უნდა მომხდარიყო სპეციალურ ოთახში, სადაც ამისთვის შესაბამისი პირობებია შექმნილი. ერთ-ერთმა მუშამ კი ის გარეთ გამოიტანა. შეიძლება, მტვერი მოხვდა და გარეთ აფეთქება ამან გამოიწვია. ამ წუთებში ადგილზე იმყოფებიან მედიკოსები, შესაბამისი ორგანოები და აფეთქების გამომწვევ მიზეზს დაადგენენ", - განაცხადა კვარაცხელიამ.
არსებული ინფორმაციით, დაშავებული მაღაროელი ჯუმბერ კენჭოშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას მარჯვენა ხელის მტევნის ამპუტაცია ჩაუტარდა.