ხვალ საქართველოში პოლიციის დღე აღნიშნება.
აღნიშნულთან დაკავშირებით შსს სხვადასხვა ღონიძიებას გეგმავს. ხვალ პოლიციის ახალი ფორმის, სამხრე ვიდეოკამერის, ახალი ჟეტონის, ავტომანქანების, მათი ვიდეორეგისტრატორისა და ახალი ვებ-გვერდის პრეზენტაცია გაიმართება.
გარდა ამისა, თბილისში 50 პოლიციელი დაჯილდოვდება, რეგიონებში კი სამხარეო სამმართველოების უფროსები ადგილობრივ პოლიციელებს დააჯილდოვებენ.
პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, დიპლომატიური კორპუსი და სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული დელეგაციები დაესწრებიან.
საქართველოში პოლიციის დღე 6 მაისს აღინიშნება, თუმცა წელს ღონისძიება აღდგომის დღეებს დაემთხვა და ამ მოტივით 19 მაისისთვის გადაიდო.