"დემოკრატიული მოძრაობა" ნინო ბურჯანაძეს საპრეზიდენტო კანდიდატად 26 მაისს დაასახელებს.
ინფორმაციას ამის შესახებ პარტიაში ჯერ-ჯერობით არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. როგორც "პირWელს" შალვა ობგაიძემ განუცხადა, ისინი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, თუმცა კონკრეტული თარიღი, თუ როდის დასახელდება "დემოკრატიული მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობა ოფიციალურად, ჯერ არ ხმაურდება.
"პირWელის" ინფორმაციით კი, 26 მაისი "სახალხო კრებისა" და "დემოკრატიული მოძრაობის" მიერ 2011 წლის გამართული აქციებისას განვითარებული მოვლენების აღსანიშნავად შეირჩა.