ხელისუფლებამ

ხელისუფლებამ "სააკაშვილის ვერტმფრენების" გაყიდვა გადაწყვიტა

საქართველოს ხელისუფლებამ "სააკაშვილის ვერტმფრენების" გაყიდვა გადაწყვიტა.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, გაყიდოს ორი ახალი ვერტმფრენი, რომელიც ადრე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის იყო შეძენილი.

საუბარია VIP-კლასის ვერტმფრენებზე, რომელიც წინა ხელისუფლებამ საზღვარგარეთ შეიძინა, თუმცა პრეზიდენტმა სააკაშვილმა მათი გამოყენება ვერ მოასწო.

ვერტმფრენების გაყიდვა "Avinco"-ს შუამავლობით განხორციელდება. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მყიდველი უკვე არსებობს, თუმცა რა ფასად იგეგმება ვერტმფრენების გაყიდვა, არ კონკრეტდება.