ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ სანაპიროდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მიმართულებით მოკლე რადიუსის სამი რაკეტა გაუშვა. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება.
სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ისინი სიტუაციას აკვირდებოდნენ და მზადყოფნაში იყვნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტები ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ სანაპიროდან გაუშვა და ისინი იაპონიის ზღვაში ჩავარდა. იაპონიის ხელისუფლებამ დაადასტურა ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რაკეტების გაშვება, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ არც ერთი მათგანი არ ჩავარდნილა იაპონიის ტერიტორიულ წყლებში.