სულ მცირე 80 ადამიანი დაიღუპა გუშინ, ერაყის სამ დიდ ქალაქში მომხდარი აფეთქებების შედეგად. ამის შესახებ "ევრონიუსი" იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, ზედიზედ ორი აფეთქება მოხდა ქალაქ ბაკუბაში, სადაც მეჩეთის წინ მომხდარ აფეთქებას 43 ადამიანი ემსხვერპლა.
ბაღდადში კი ერთ-ერთი აფეთქება წინა დღეს მოკლული სუნიტი სასულიერო პირის პანაშვიდის დროს მოხდა.
ჯერჯერობით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არავის აუღია.