ლგბტ აქტივისტების საწინააღმდეგო აქციის დროს დაშავებული 28 ადამიანიდან სტაციონარულ მკურნალობას ორი პაციენტი გადის. როგორც "ინტერპრესნიუსს" ინგოროყვას კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცნობეს, კლინიკაში მკურნალობას ორი ადამიანი იტარებს, დანარჩენი კი სახლში გაწერეს.
გუშინ, რუსთაველის გამზირზე, თავისუფლების მოედანზე და ვაჩნაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტების დროს 28 ადამიანმა სხვადასხვა კატეგორიის სხეულის დაზიანება მიიღო. მათ შორის 13 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. დაშავებულთა შორის ოთხი პოლიციელია და ერთი ჟურნალისტი.
ლგბტ აქტივისტების საწინააღმდეგო აქციაზე გუშინ სასულიერო პირები და მრევლი გამოვიდა. ისინი რუსთაველზე დაგეგმილ ფლეშმობის ჩატარებას აპროტესტებდნენ. მოგვიანებით დაპირისპირება ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა. ლგბტ აქტივისტებმა დაგეგმილი ფლეშმობი ვერ ჩაატარეს, თუმცა დაპირსპირების დროს 28 ადამიანი დაშავდა.