"აქ რომ სიბნელეა, ეს ხომ ნათელია" - ასე გამოეხმაურა კოტე ყუბანეიშვილი რუსთაველის გამზირზე მომხდარ დაპირისპირებას. პოეტის თქმით, ხალხის "სიბნელეს" ვერაფერი გამოასწორებს, ვერც მთავრობის და მმართველის ცვლილება. ყუბანეიშვილი ამბობს, რომ საზოგადოება, რომელიც ლგბტ საზოგადოებასთან საბრძოლველად შეიკრიბა, არარსებულ მტერს ებრძვის. "მოკალით, ჩაქოლეთ! აი, ეს არის საქართველო. მე ის ხალხი ვერ დავინახე, ვისაც ებრძვიან. სამაგიეროდ, დავინახე ბრბო, შავები, მართლმადი-დებილები" - აღნიშნა ყუბანეიშვილმა.