საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლგბტ აქციასთან დაკავშირებით დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა, დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით სამინისტროში მყისიერი რეაგირება განხორციელდა.
"მოხდა მყისიერი რეაგირება, კონკრეტული პირების მიმართ დაწყებულია რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე და რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალწარმოება",- აღნიშნა გიორგობიანმა.