საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძე პოლიციას მადლობას უხდის.
საგანელიძის აზრით, ის რაც დღეს მოხდა, გარკვეული ძალების მიერ არის ინსპირირებული.
"რაც დღეს ხდება, ძალიან ცუდია. პირდაპირ შემიძლია, ვთქვა, რომ ეს ინსპირირებულია გარკვეული ძალების მიერ. ამის უკან გარკვეული ფინანსებია. ასეთი რამ შემთხვევით არ ხდება. პოლიციამ, რაც ცხრა წლის განმავლობაში არ ხდებოდა, დღეს მართლა ძალიან სერიოზული საქმე გააკეთა და მადლობა მინდა, გადავუხადო, რადგან ყველაფერი გააკეთა. იმ ადამიანებისგან, არ ვიცი რამდენნი იყვნენ, ალბათ, ერთი ძვალი არ დარჩებიდა, პოლიციას რომ არ ევაჟკაცა. როცა აქციის მონაწილეებმა კორდონი გაარღვიეს, სამართალდამცველებმა ისინი ავტობუსებში ჩასვეს და ტერიტორიიდან საღსალამათები და ჯანმრთელები გაიყვანეს. ეს ქვეყანა სიბნელიდან გამოდის", - განაცხადა საგანელიძემ და დასძინა, რომ "დასასჯელი ისაა, ვინც ამის ინსპირირება გააკეთა".